
NATO-ს გენმდივანი: რუსეთის კავშირები ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან საფრთხეს წარმოადგენს
13/11/2024 06:21:46 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთის მზარდი თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან საფრთხეს უქმნის ევროპას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს და ჩრდილოეთ ამერიკას. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის წინ განაცხადა.
რუტემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ტრანსატლანტიკური ერთიანობის და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, რუტემ თქვა, რომ "პეკინი მხარს უჭერს რუსეთის ეკონომიკას, მის თავდაცვის სფეროს მრეწველობას და აძლიერებს მის ხმას მსოფლიოში".
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერაა ბრძოლის ველზე”, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ კვლავ დაჟინებით მოითხოვს უკრაინისთვის დახმარების გაწევს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021