Accentnews.ge
კალაძემ სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა

კალაძემ სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა

13/11/2024 07:52:21 საზოგადოება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, შენობის განახლების სამუშაოებს სპორტის სასახლის მმართველი კომპანია ჩაატარებს.

„სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“.

სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ბევრი პრობლემა, ხარვეზი აქვს და განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას საჭიროებს. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები მოძველებულია და ვეღარ პასუხობს სპორტის სასახლის დღევანდელ საჭიროებებს.

ამჟამად, სპორტის სასახლეს სჭირდება განახლება, რაც მისი პოტენციალის სრულ რეალიზაციას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, მმართველი კომპანია განახორციელებს საინვესტიციო პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სპორტის სასახლის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება კერძოდ",- თქვა კალაძემ.

მისი თქმით, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, ვიპ-შემოსასვლელის, ავეჯის და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.

"იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება; სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა, კერძოდ: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S