Accentnews.ge
მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება

მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება

13/11/2024 08:40:49 პოლიტიკა, საზოგადოება

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2025 წლის ნაცვლად 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, განსაზღვრა ის ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ეს დასაშვებია, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ზომები უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება.

მოგეხსენებათ, 2020 წელს დაიწყო პანდემია და რამდენიმე წლით მოგვიწია ამ წესის ამოქმედების გადავადება. დღეს მოქმედი რედაქციით ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის. თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ, ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. განსაზღვრეთ აღნიშნული წესის რეალურად ამოქმედების თარიღი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის 1-ელი იანვარი. ანუ, მომდევნო ერთი წელი ექნებათ ადამიანებს საშუალება ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე, გადაწყვეტილება, რა არის საჭირო, როგორი სივრცეებია საჭირო. მნიშვნელოვანია აღნიშნული კომუნიკაცია.

გარდა ამისა, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და ამ ადამიანებს შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიებების გატარება უწევს. ამისთვის უნდა განვუსაზღვროთ მათ გონივრული ვადა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წელი ამისთვის საკმარისია.

არის შემთხვევები, როდესაც მეორეული საბურავები განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ, გარკვეული საფრთხეები რომ თავიდან ავიცილოთ, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ. პრობლემაა ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობას, მუნიციპალიტეტი მზადაა, დაგეხმაროთ.

მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობოთ, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის ამოქმედდება ეს დადგენილება და მერე შეიძლება ინიციირება კონკრეტული ღონისძიებების და ცვლილებების საკრებულოში განსახილველად“,- განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S