Accentnews.ge
ცესკო-სთან ქალების აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია

ცესკო-სთან ქალების აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია

13/11/2024 08:53:52 საზოგადოება

ცესკოს შენობასთან ქალების აქცია იმართება. ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც პროტესტანტები აცხადებენ, პოლიციამ შესასვლელი ძალის გამოყენებით გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.

„აღმოვჩნდით სრულ იზოლაციაში, ჩაგვკეტეს, აქციის მონაწილეების ნაწილი დარჩა ღობის მიღმა, ჟურნალისტებიც ვერ ახერხებენ შემოსვლას",- თქვა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოშიც განიხილავენ ხმის ფარულობაზე „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საიას სარჩელებს. სარჩელები სასამართლომ გააერთიანა. მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. მოსარჩელეები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S