აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის მერიასთან თანამშრომლობას იწყებს
13/11/2024 09:34:11 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია უწყებებს შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს დროებით დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.