Accentnews.ge
უკრაინამ აშშ-ისგან $1,35-მილიარდიანი გრანტი მიიღო

უკრაინამ აშშ-ისგან $1,35-მილიარდიანი გრანტი მიიღო

13/11/2024 10:14:44 მსოფლიო

უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„თანხები აუცილებელ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება“, - წერს დენის შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ თანხები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებთან კოორდინაციით გამოყო.

დენის შმიგალმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S