Accentnews.ge
მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ვიტალი გუგუჩიას საქმის განხილვა გადაიდო

მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ვიტალი გუგუჩიას საქმის განხილვა გადაიდო

13/11/2024 11:10:31 საზოგადოება

მოწმეების გამოუცხადებლობის გამო ზუგდიდის სასამართლოში ვიტალი გუგუჩიას საქმის განხილვა გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

„დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა, რომ სასამართლო პროცესზე მოეყვანა მოწმეები თუ დაზარალებული თუ ვითომ დაზარალებულები. როცა უნდათ არ ჩამოვლენ, როცა უნდათ არ გამოცხადდებიან. პროკურორი კიდევ ხალხის გადახდილი ფულით ჩასხმული ბენზინით დადის ქუთაისიდან ზუგდიდში იმის გამო რომ სასამართლო პროცესები გადადოს. მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მათ სათქმელი არც არაფერი არ აქვთ, არც მათ მოწმეებს აქვთ სათქმელი. მათი ყველა ჩვენება წინასწარი გამოძიების ეტაპზე არის ცრუ, რასაც ამ სასამართლო პროცესზე დაამტკიცებ. ეს პროცესი დამთავრდება პროკურატურის, რუსული ხელისუფლების მსახური პროკურატურის კრახით“, – თქვა ვიტალი გუგუჩიამ.

ადვოკატი, იოსებ ჯანაშია განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები.

საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ვიტალი გუგუჩიასთან სახლში, სამეგრელოში, სოფელ კახათში „POSTV“-ის სახე, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა. აღნიშნულს წინ უძროდა ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული ინციდენტი. კერძოდ, 28 მაისს „ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას "აგენტების კანონის" მხარდაჭერის გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, სასურსათო მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა. ამ მაღაზიის მფლობელი ვიტალი გუგუჩიაა. შემდეგ ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა. თუმცა, გუგუჩიამ მას უთხრა, რომ ფორთოხალი "პრობლემა არ იყო", რადგან მან "შვილებს მომავალი წაართვა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S