
სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი ააფეთქეს
13/11/2024 12:36:48 მსოფლიო
სევასტოპოლში აფეთქების შედეგად რუსეთის საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ტრანკოვსკი დაიღუპა.
როგორც იუწყებიან, ოფიცერი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც პარკირების ადგილზე აფეთქდა.
ქალაქის რუსი ხელმძღვანელის მიხეილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ აფეთქება ტარას შევჩენკოს ქუჩაზე დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მუხლით აღძრა საქმე. რუსული მედია წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
„მაშას“ ცნობით, ოფიცერი სარაკეტო კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბს ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ქვედანაყოფი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, სადაც ბრიგადის ხომალდები „კალიბრისა“ და „მალაქიტის“ კლასის რაკეტებით ბომბავენ უკრაინის ტერიტორიას.