
იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა, იმპორტი - 4.8%-ით
13/11/2024 12:49:14 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 %-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 5 468.4 მლნ დოლარია (+7.4%), ხოლო იმპორტი - 13 554.0 მლნ დოლარი (+4.8%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 085.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის19 ნოემბერს.