
ჩეხეთის პრემიერი: ტრამპთან საუბარმა ორი თვალსაზრისით გამაოცა
13/11/2024 13:52:27 მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორმხრივ ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში ომზე ესაუბრა. ეს დეტალბი მან ჟურნალისტებს ბაქოში, COP29-ის კლიმატის სამიტის ფარგლებში გაუმხილა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპთან საუბარმა "ორი თვალსაზრისით გამაოცა":
"იყო მართლაც ღია დისკუსია, მკითხა ჩემი შეხედულებები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შესახებ, ასევე გაოცებული ვიყავი საუბრის გულწრფელობით და კეთილგანწყობით." - გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილება ჩეხეთის პრემიერმა მედიას.
მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპს ახსოვდა მისი პირადი კავშირები ჩეხეთთან და პოზიტიურად ისაუბრა ქვეყანასთან ურთიერთობაზე.
კითხვაზე, გაამხილა თუ არა ტრამპმა, რომელიც უკრაინასთან რუსეთის ომის ინაუგურაციამდე დასრულების პირობას დებდა, გაამხილა თუ არა თავისი გეგმის რაიმე დეტალი, ფიალამ უარი თქვა კონკრეტიკაზე.
"რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან გამკლავება, ამ სიტუაციის გამკლავება ადვილი არ იქნება, ვფიქრობ, ეს ყველამ ვიცით," - განაცხადა ფიალამ.
დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი მსოფლიოს რამდენიმე ლიდერთან, ასევე ესაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.