
”პოლიტიკა სასტიკი რამაა” - ტრამპი და ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდნენ ერთმანეთს
13/11/2024 16:42:47 მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხვდება.
შეხვედრის დროს ბაიდენმა უთხრა ტრამპს, რომ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ პროცესი "იმდენად მშვიდად წარიმართება, რამდენადაც ეს შესაძლებელია".
„პოლიტიკა სასტიკი რამ არის და ზოგადად, სამყარო ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო ადგილია. მაგრამ დღეს ის სასიამოვნოა და მე ამას ნამდვილად ვაფასებ“, - თქვა ტრამპმა, რის შემდეგაც ორმა პოლიტიკოსმა ერთმანეთს ჩამოართვა ხელი.
ტრამპი და ბაიდენი კამპანიის დროს ერთმანეთს მკაცრად აკრიტიკებდნენ. ბოლოს ერთმანეთს ივნისში დებატების დროს შეხვდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბაიდენი გამოეთიშა კამპანიას.
არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა მიმავალ პრეზიდენტთან ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მრავალწლიანი ტრადიციაა. თუმცა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ტრამპმა წააგო, უარი თქვა ბაიდენთან შეხვედრაზე.