Accentnews.ge
გერმანიამ და საფრანგეთმა ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვეს

გერმანიამ და საფრანგეთმა ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვეს

31/05/2019 05:38:48 სხვა, მსოფლიო

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის კრიზისის დარეგულირებისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკის შეთანხმებისა და ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერას მიესალმებიან.

ჟან ივ ლე დრიანი და ჰეიკო მაასი უკრაინის პრეზიდენტს კიევში შეხვდნენ.

„საფრანგეთი და გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მობილიზებული არიან”, – აღნიშნულია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გამოაცოცხლონ მინსკის პროცესი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S