Accentnews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა

13/11/2024 20:51:57 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და “საიას” - მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა.

მანამდე მან სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა. სხდომა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გადაწყვეტილება კი დაახლოებით, ნახევარ საათში გამოაცხადა.

პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არც ერთი დააკმაყოფილა.

"მმართველი პარტია საბჭოთა კავშირის სტილშია. კომუნისტური პარტიის ნაცვლად მას დღეს ქართული ოცნება ჰქვია და ბიძინა ივანიშვილი ყავს სათავეში და დიქტატურას ამყარებს სრულად იმიტომ, რომ არც ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა, არც ერთი სარჩელი დააკმაყოფილა, არც ერთი არგუმენტი არ იყო დასაბუთებული? არ აინტერესებდა, მტკიცებულებები ნანახი და წაკითხული არ ჰქონდა იმიტომ, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო", - განაცხადა სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მოსარჩელემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S