
„ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაზე ძალადობის ხარჯზე ცდილობს“
12/02/2020 16:53:59 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაზე ძალადობის ხარჯზე ცდილობს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
„არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს, რომელთაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკაში დარჩენის ან მით უმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ. ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.