
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 59 დრონიდან 21 ჩამოვაგდეთ
14/11/2024 07:31:07 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, "გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 59 დრონიდან 21 ჩამოაგდეს, 38 ადგილზე დაიკარგა".
თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, ხარკოვის, პოლტავისა და კიევის ოლქებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.