Accentnews.ge
ISW: კრემლი ცდილობს, შექმნას პირობები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ტრამპის ინაუგურაციამდე

ISW: კრემლი ცდილობს, შექმნას პირობები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ტრამპის ინაუგურაციამდე

14/11/2024 09:07:33 მსოფლიო

კრემლი ცდილობს, უკარნახოს უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკების პირობები დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე,- წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ბოლო ანგარიშში.

„მანერა, რომლითაც კრემლი ცდილობს მოლაპარაკების პირობების დადგენას, ცხადყოფს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება და კვლავ უკრაინის სრული კაპიტულაციას ესწრეფის“, - წერენ ანალიტიკოსები.

მათი აზრით, კრემლი, როგორც ჩანს, არ არის მზად ტრამპის ახალ გუნდთან უფრო დიდი დათმობებისათვის, ვიდრე ეს ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარება შეწყდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ძირეულად არ შეცვლის აშშ-ს პოზიციას უკრაინის მიმართ.

ზახაროვასა და ლავროვის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო მცდელობებთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის ინტერესის გამოხატვის თაობაზე.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დათმობს ინტერესებს მოსკოვის მხრიდან რაიმე დათმობის გარეშე, - ასკვნის ISW.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S