Accentnews.ge
საია "ბოლომდე მიყვება" საარჩევნო დავებს

საია "ბოლომდე მიყვება" საარჩევნო დავებს

14/11/2024 10:41:27 პოლიტიკა, სამართალი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ივერი აბაშიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, აპელაციის წესით გაასაჩივრებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, გვიან ღამით გამოაცხადა.

"სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა ღამის 12-ის ნახევრიდან 12-ს რომ 20 წუთი აკლდა ამ შუალედში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვეთ, იქნებ 12 საათის შემდეგ გამოცხადებულიყო, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გასაჩივრების ერთდღიანი ვადა აქვს და როდესაც გამოცხადდა 12 საათამდე ეს ერთდღიანი ვადაც შეგვიმცირდა ამ ოცწუთიანი შუალედის გამო, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ გაითვალისწინა" – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ხუციშვილი

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” და საია შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდნენ. სარჩელები სასამართლოში ინდივიდუალურად შევიდა, თუმცა სასამართლომ გააერთიანა. პროცესზე მოსარჩელე მხარემ დააყენა 11 შუამდგომლობა, რომელთაგან არც ერთი არ დაკმაყოფილდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სარჩელის სამართლებრივი საფუძველი აბსოლუტურად განსხვავებული იყო პარტიების სარჩელებისგან, ასევე განსხვავებული იყო არეალი - ჩვენ ვითხოვდით ელექტრონული ტექნოლოგოუებით ჩატარებული უბნების ბათილად ცნობას, ხოლო საარჩევნო სუბიექტები - კონკრეტული უბნების, ასვე ტრადიციული საარჩევნო უბნების, ასევე მარკირების და სხვა საფუძვლებით, რაც ჩვენს სარჩელში არ იყო მითითებული... ასევე, ჩვენ მივუთითეთ, რომ გვქონდა გამოცდილება, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოიწვია პროცესის პერიოდის დაუსრულებლად გაზრდა და სასამართლოს გამოეყო ეს საქმეები. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა - დატოვა გაერთიანებული და მოგვიწია, 12 საათზე მეტი დრო გაგვეტარებინა სასამართლოში",- იხსენებს საია-ს იურისტი.

ის ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო საასამართლოსთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს, თუმცა თუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავას სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტს, ყველა შიდა მექზნისმის ამოწურვა აუცილებელი პირობაა.

"თუ საია გადაწყვეტს დავას საერთაშორისო სასამართლოში და გავა ქვეყნის გარეთ, ადგილობრივ დონეზე არსებული ინსტიტუტები უნდა იყოს ამოწურული - ეს იმპერატიული დათქმა იმისთვის, რომ ვიდაოთ ევროსასამართლოში. აქედან გამომდინარე, საია ბოლომდე მიყვება აღნიშნულ დავებს",- თქვა ხუციშვილმა.

გადაწყვეტილებას ასაჩივრებს "ერთიანობაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S