Accentnews.ge
ბურჯანაძე: "აგენტების კანონის" გაუქმებისკენ გზაა ევროსასამართლოში დარღვევის დადგენა

ბურჯანაძე: "აგენტების კანონის" გაუქმებისკენ გზაა ევროსასამართლოში დარღვევის დადგენა

14/11/2024 11:04:40 პოლიტიკა, საზოგადოება

იმ ფონზე, როდესაც საკონსტუტუციო სასამართლოს არ დაუწყია განხილვა "აგენტების კანონის" და არც მისი დაპაუზების მოთხოვნა დააკმაყოფილა, მოსარჩელეები იმედებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე ამყარებენ.

როგორც 13 ნოემბერს გახდა ცნობილი, სტრასბურგმა სარჩელი დაარეგისტრირა.

"აგენტების კანონი" სტრასბურგში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ.

"ჩვენი მიზანია, ეს სრულიად არაკონსტუტუციური ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიულ სახელმწიფოსთან სრულიად შეუთავსებელი კანონი გაუქმდეს და ამის გზა არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარღვევის დადგენა. მას შემდეგ, რაც სარჩელი გაიგზავნა, მიმდინარეობდა ფუჭი პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი არ გაგზავნილა, არ დარეგისტრირებულა. ეს იყო ბინძური, მდაბიო კამპანია ამ სარჩელის წინააღმდეგ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზანს", - თქვა იურისტმა გიორგი ბურჯამაძემ.

ყოფილ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაიწყოს სარჩელის განხილვა:

"უფლების დაცვის პრევენციული მექანიზმი არ გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა ამის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ამ მექანიზმის გამოყენებას. რადგანაც ეს არ მოხდა, როდის განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს და როგორი პოლიტიკური დაკვეთა იქნება "ქართული ოცნებისგან", ეს ჩვენ არ ვიცით, ამიტომ, ამგვარი გარემოებიდან გამომდინარე, ეს დროში ძალიან გაწელილი პროცესია, მოსარჩელეების მიმართ კი ეს კანონი მოქმედებაშია მოყვანილი და სრულიად გონივრული საფუძველია, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვა დაიწყოს ისე, რომ არ დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S