Accentnews.ge
ჯონსონი: თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ევროპის კონტინენტის საზღვრებზე

ჯონსონი: თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ევროპის კონტინენტის საზღვრებზე

14/11/2024 12:05:23 მსოფლიო

ბრიტანეთის ექს–პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ "თუ უკრაინა დაეცემა, ევროპის კონტინენტის საზღვრები კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება".

"თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით ჩვენს საზღვრებზე, ევროპის კონტინენტის საზღვრებზე, სადაც კი დემოკრატიები რუსეთს ეჯახებიან. ასე რომ, ეს იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო, ასევე უკრაინის დამარცხების შედეგებს ნახავთ წყნარი ოკეანის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონებშიც. ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონად, ვინც შექმნილ ვითარებას უყურებს და ფიქრობს: რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს? ეს ხდება იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას ნამდვილად ძირს გამოუთხრის რუსეთი, რომელიც ემუქრება ევროპის ყველა ნაწილს და რის შემდეგაც ფასის გადახდა უკრაინის დასაცავად ბრიტანული ჯარების გაგზავნით მოგვიწევს",– განაცხადა ჯონსონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S