14-11-2024 16:44:32 ევროპა
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ტერმინალებს დაავალა, უარი თქვან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიღებაზე. ამის შესახებ Financial Times სამინისტროს წერილზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც 6 ნოემბერს თარიღდება, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო უბრძანებს Deutsche Energy Terminal-ს, „არ მიიღოს რუსული LNG-ის მიწოდება“ მას შემდეგ, რაც უწყებას აცნობეს დაგეგმილი მიწოდების შესახებ.
დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ბრძანება ეფუძნება „უმაღლესი საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცავას და მოუწოდა ოპერატორს, უარი თქვას რუსული LNG-ის მიღებაზე „შემდეგ გაფრთხილებამდე“.
წერილში ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების დაშვება ეწინააღმდეგება ტერმინალების შექმნის მიზანს - გერმანიისა და ევროკავშირის რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
გერმანია არ ახორციელებს რუსული LNG-ს იმპორტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და სამინისტროს მითითებები "უზრუნველყოფს, რომ ეს უცვლელი დარჩეს", - ნათქვამია წერილში.
როგორც გაზეთი იხსენებს, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, გერმანია ევროპაში რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორი იყო. ივნისში ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსული თხევადი გაზის წინააღმდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალა ევროკავშირის ობიექტების გამოყენება რუსული LNG-ის მესამე ქვეყნებში გადაზიდვისთვის. 8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას წამოაყენა ამერიკული თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის იდეა რუსეთიდან იმპორტის შემცირების მიზნით.