Accentnews.ge
BBC: ტრამპმა ჯანდაცვის მომავალ მინისტრად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ კენედი უმცროსი წარადგინა

BBC: ტრამპმა ჯანდაცვის მომავალ მინისტრად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ კენედი უმცროსი წარადგინა

15/11/2024 06:12:27 მსოფლიო

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მომავალ მინისტრად რობერტ კენედი უმცროსი წარადგინა, – იუწყება BBC.

ტრამპმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ "დიდი ხანია, ამერიკელები განიცდიან ზეწოლას კვების მრეწველობისა და ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომლებიც დაკავებული არიან შეცდომაში შეყვანით და დეზინფორმაციით, მაშინ როცა საქმე მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება".

მისი განცხადებით, "კენედი დააბრუნებს სამეცნიერო კვლევების ოქროს სტანდარტების ტრადიციებს და გამჭვირვალობას, რათა დასრულდეს ქრონიკული დაავადებების ეპიდემია და ამერიკა ისევ დიადი და ჯანმრთელი გახდეს".

შეერთებული შტატების ყოფილი გენერალური პროკურორის და სენატორის, უფროსი რობერტ კენედის ვაჟი და 35-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯონ კენედის ძმისშვილი უმცროსი რობერტ კენედი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ დემოკრატიული პარტიის, შემდეგ კი დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას აპირებდა, თუმცა აგვისტოში გამოაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრის და მხარს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუჭერს.

მანამდე, კენედების ოჯახის წევრები ყოველთვის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატების მხარდამჭერები იყვნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S