Accentnews.ge
ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე დრონებით მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე დრონებით მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

15/11/2024 06:28:26 მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მათ გაანადგურეს 51 უკრაინული დრონი, მათგან 36 - კრასნოდარის მხარეში.

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ 10 დრონი მოიგერიეს აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 - ყირიმში და 2 - ბელგოროდის ოლქში.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ორი სახლი, არავინ დაშავებულა.

უკრაინას სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებას უწყობენ ხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S