
საქსტატი: რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა
15/11/2024 07:56:18 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 153.1 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, ხორცის წარმოებამ 19.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობას, მისი სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 848.0 ათასი სული შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 848.0 ათასი სულიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 401.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 213.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით შემცირდა და 9.4 მილიონ ფრთა შეადგინა.