15-11-2024 18:30:49 ევროპა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის ბოლოდან პირველად სატელეფონო საუბარი გამართეს, - იუწყება Reuters-ი გერმანიის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
ორმა ლიდერმა ბოლოს 2022 წლის დეკემბერში ისაუბრა. მაშინ შოლცი პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიებისკენ მოუწოდებდა.
განცხადება პუტინთან დაგეგმილი საუბრის შესახებ შოლცმა გასულ ორშაბათს გააკეთა. "დიახ, ვაპირებ, რუსეთის პრეზიდენტს ვესაუბრო. მაგრამ როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ, ეს მარტომ გავაკეთო. მანამდე დაგეგმილია რამდენიმე კონტაქტის დამყარება სხვა მხარეებთან, უკრაინის ჩათვლით" - განაცხადა მაშინ შოლცმა.