Accentnews.ge
ჟამერაშვილი: პოლიტიკოსები ახალგაზრდებს უნდა ესაუბრონ, რაღაც საერთო ენა უნდა მონახონ

ჟამერაშვილი: პოლიტიკოსები ახალგაზრდებს უნდა ესაუბრონ, რაღაც საერთო ენა უნდა მონახონ

15/11/2024 14:52:51 პოლიტიკა, საზოგადოება

აქტივისტი ჟორჟ ჟამერაშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსებმა საერთო ენა უნდა გამონახონ ახალგაზრდებთან. ასე პასუხობს ის პროტესტში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე დასმულ კითხვას.

აქტივისტი ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს.

ჟამერაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ბათუმელი სტუდენტების პროტესტის მუხტი, რომელსაც თბლისშიც შეუერთდნენ სტუდენტები, გამოხმაურებას ჰპოვებს ფართო საზოგადოებაში.

"გასულ წლებში, როდესაც სტუდენტური პროტესტები იმართებოდა, ვიყავი ამ პროტესტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. მაშინ მქონდა სტუდენტის სტატუსი, ახლა უბრალოდ, ახალგაზრდა ვარ. ჩვენს მიმართ მუდმივად ჟღერდა, რომ ახალგაზრდები უნდა იდგნენ ქუჩაში. ამას ვაკეთებდით. უხტი მკაფიო იყო და ძალიან ბევრს ეს აძლევდა მოტივაციას. ახლა ცოტა ისეთი სურათი გვაქვს, რომ ახალგაზრდებში ნიჰილიზმია გაჩენილი. აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის - ვერ გავექცევით - რომ პოლიტიკოსების მიმართ არ აქვთ ნდობა ადამიანებს. ვფიქრობ, პოლიტიკოსები ამ ახალგაზრდებს უნდა ესაუბრონ, რაღაც საერთო ენა უნდა მონახონ, რომ როგორც ვიდექით ყველანი ერთად, ისევე გამოვიდნენ და დავდგეთ ერთად. ბათუმის ამბები, რომელიც გუშინ დაიწყო, მუხტს გადადებს საზოგადოებას. დღეს ჯგუფი ახალგაზრდებისა ილიაუნი-ში გაათენებს ღამეს. ეს გადაედება და ყველა ვარიანში ახალგაზრდები გამოცოცხლდებიან და დაიცავენ ევროპულ მომავალს. აქ კიდევ ერთი ფაქტორია - ეს ახალგაზრდებისთვის შეჩეჩებული ბრძოლა არ უნდა იყოს მხოლოდ, მათ გვერდში ლექტორები უნდა დაუდგნენ, სხვა სფეროების წარმომადგენლები და უნდა მივიღოთ მასიური გაფიცვა, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რადგან ეს ყველას ბრძოლაა და მას მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფი ვერ მოიგებს",- თქვა ჟამერაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S