Accentnews.ge
მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით თსუ-ს მიმართულებით დაიძრნენ სტუდენტების მხარდასაჭერად

მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით თსუ-ს მიმართულებით დაიძრნენ სტუდენტების მხარდასაჭერად

15/11/2024 15:20:44 საზოგადოება

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტოდ ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით დაიძრნენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელ თანატოლებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთაც არ ეძლევათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

თსუ-ს ერთ-ერთმა ლექტორმა გიორგი ბადრიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "არ უშვებენ შენობიდან, რათა არ შემოუშვან სტუდენტები".

„ასე იქცევა ხელისუფლება, რომელსაც არგუმენტები არ გააჩნია. ისინი თავს ვერ იმართლებენ და ერთადერთი ბერკეტია, გზა გადაუკეტონ ადამიანებს, რომ მათ პროტესტის გამოხატვა ვერ შეძლონ. როგორც მარტის აქციების დროს, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ კონკრეტულ ჯგუფს ჩაგრავდნენ, ადამიანები მივდიოდით და ვეხმარებოდით მათ. იგივე ხდება ახლაც",- განაცხადა აქციის მოინაწილე გელა ხასაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S