Accentnews.ge
„გარეჯის საკითხზე კომისიის სხდომა თბილისში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს  გაიმართება“

„გარეჯის საკითხზე კომისიის სხდომა თბილისში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება“

31/05/2019 06:03:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის  დამდგენი კომისიის მომდევნო სხდომა თბილისში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს  გაიმართება.

„მოგეხსენებათ, არის შეთანხმება მიღწეული, რომ სანამ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. აღნიშნულის მზაობა არის კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეული იყოს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S