Accentnews.ge
თსუ-ს ლექტორი: გამოგვიშვეს „გვირაბით“, ასე გამოიყვანეს უამრავი ადამიანი

თსუ-ს ლექტორი: გამოგვიშვეს „გვირაბით“, ასე გამოიყვანეს უამრავი ადამიანი

15/11/2024 15:42:39 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე ამბობსს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უნივერსიტეტის შენობის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რათა საპროტესტოდ განწყობილი სტუდენტები არ შეეშვათ.

ამჟამად პროტესტი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ მიმართულებით დაიძრნენ აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან.

„გამოგვიშვეს გვირაბით, მეორე კორპუსის გავლით“,- თქვა ბადრიძემ.

როგორც მან „აქცენტთან“ დამატებით თქვა, „გვირაბით“ „გამოიყვანეს უამრავი ხალხი, რომელიც დაგროვდა უნივერსტეტის შიგნიდან, კართან“.

ბადრიძემ ამბობს, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ დაცვის წევრებთან, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

„ვკითხე, რა გეგმა იყო, რამდენ ხანს აპირებდნენ ასე ჩაკეტილობას და ვერ მიპასუხეს, „ველოდებით ინსტრუქციას ხელმძღვანელობისგანო“.

როგორც ჩანს, მოგვიანებით გადაწყდა უნივერსიტეტიდან ადამიანების გაყვანა ალტერნატიული გასასვლელის გამოყენებით.

ამჟამად უნივერსიტეტთან ხმაურია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S