
აქციის მონაწილეებმა ილიაუნისკენ გადაინაცვლეს, სადაც სტუდენტები ღამის გათანებას აპირებენ
15/11/2024 16:25:06 საზოგადოება
აქციის მონაწილეთა ნაწილი ილიაუნი-ს მიმართულებით მართავს მსვლელობას, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ სტუდენტებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ღამის გათენებას აპირებენ. მანამდე დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებს არ მისცეს უნივერსიტეტში შესვლის შესაძლებლობა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც მეორე დღეა, პროტესტის ნიშნად ათენებენ ღამეს.
„ილიაუნი-ს სტუდენტებს გვქონდა გეგმა, რომ გარკვეულ ნაწილს სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ბათუნის სახლემწიფო უნივერსიტეტის სტიდენტებისთვის და გაგვეთია ღამე. გარკვეული ნაწილი შეკრებილები ვიყავით, თუმცა დაგვირეკეს თსუ-დან, რომ იყო შეხლა-შემოხლა, სტუდენტებს არ უშვებდნენ აუდიტორიებში. ამის გამო მივედით თსუ-ში, შემდეგ კი დავიძარით ილიაუნისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ახალი არჩევნები დაინიშნოს. გაყალბებულ არჩევნებს არ ვაღიარებთ“,- თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
"ჩვენი პროტესტი დაიწყო დღეს და დასრულდება სტუდენტების გამარჯვებით",- თქვა კიდევ ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გუშინ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში ღამე გაათენეს და იმავეს გეგმავენ დღესაც. სტუდენტების ნაწილმა მათ თბილისიდან გამოუცხადა სოლიდარობა.