Accentnews.ge
შამანიდი:  უნივერსიტეტს სტუდენტებისგან იცავს მთელი ჯარი! ამ სირცხვილს ვერასდროს ჩამოიშორებს ჯაბა სამუშია!

შამანიდი:  უნივერსიტეტს სტუდენტებისგან იცავს მთელი ჯარი! ამ სირცხვილს ვერასდროს ჩამოიშორებს ჯაბა სამუშია!

15/11/2024 17:19:35 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კვლავ გრძელდება აქცია. სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში შეშვებას მოითხოვენ პროტესტის გამოხატვის მიზნით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათ ბლოკირებული აქვთ შესასვლელი.

სტუდენტებს ლექტორების ნაწილმა გამოუცხადა სოლიდარობა და ხაზი გაუსვეს სტუდენტების უფლებას, გამოხატონ პროტესტი.

„სტუდენტებს სურთ, თავიანთი პროტესტი გამოხატონ უნივერსიტეტის შიგნით და ეს მათი უფლებაა“,- თქვა პროფესორმა სოფიო შამანიდმა.

მან მიმართა უნივერსიტეტის რექტორს - ჯაბა სამუშიას, რომ „ როდესაც ითხოვენ სტუდენტები შესვლას, თქვენ უნდა ბრძანდებოდეთ აქ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. თქვენ უნდა იდგეთ თქვენი სტიდენტების გვერდით“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „უნივერსიტეტი უპირველესად არის სტიდენტების, შემდეგ ლექტორების და პროფესორების, შემდეგ რექტორის!“.

„უნივერსიტეტს სტუდენტებისგან იცავს მთელი ჯარი! ეს არის სირცხვილი და ამ სირცხვილს ვერასდროს ჩამოიშორებს ჯაბა სამუშია!“,- ხაზგასმით აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S