Accentnews.ge
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც მიმდინარეობს აქცია

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც მიმდინარეობს აქცია

15/11/2024 17:46:01 საზოგადოება

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს.

დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ ბათუმისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს.

უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და შენობაში შეუშვან.

„ვაპროტესტებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც არც ერთმა ცივილურმა ქვეყანამ ლეგიტიმურად არ ცნო და ეს იყო მთავრობის დაწერილი შედეგები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად შეკრებილები არიან პოლიტიკოსებიც.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წუხელ ღამე გაათიეს პროტესტის ნიშნად და დღესაც პროტესტის იმავცე ფორმას მიმართავენ. მათ დღეს სოლიდარიბა გამოუცხადეს თბილისიდან სტუდენტებმა. რამდენიმე სტუდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლა და იქ პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც გაირკვა, მათ შესასვლელი კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. ირკვევა, რომ კარი ჩაიკეტა საგაკვეთილო პროცესის დროს. ერთ-ერთი ლექტორი გიორგი ბადრიძე წერდა, რომ მას არ ეძლეოდა შენობის დატოვების შესაძლებლობა, რათა სტუდენტები არ შეეშვათ შენობაში. სტუდენტები უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოსხდნენ. მოგვიანებით მათ ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა იძულებით.

უნივერსიტეტის მიმართულებით სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიძრნენ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები. უნივერსიტეტთან ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.

სტუდენტების ნაწილი ამჟამად ილიაუნის შენობაშიცაა შეკრებილი. როგორც დაანონსდა, ისინი ღამეს გაათენებენ მსგავსად ბათუმელი თანატოლებისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S