
ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით, ცესკოსთან აქცია გაიმართება
15/11/2024 20:49:50 საზოგადოება
ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით, დღეს, 16 ნოემბერს, 10:00 საათზე ცესკოსთან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართება. ინფორმაციას ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი ავრცელებს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ცესკოში შემაჯამებელი სხდომა ჩაინიშნა 11:00 საათისთვის.
15 ნოემბერს "დაიტოვეს" ორგანიზებით აქცია - მსვლელობა "უშენოდ არ გამოვა!" გაიმართა.