Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ჯანდაცვის მინისტს შეხვდა

16/11/2024 06:25:30 საზოგადოება, რეკლამა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკისჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.

"მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ორმხრივ შეხვედრაზე, მინისტრებმა, ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო დასამომავლო გეგმები.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი, ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის სფეროში, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.

სამედიცინო მსოფლიო კონგრესი, თურქეთში, 2014 წლიდან ტარდება. წელს, მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს დაჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ", – ნათქვამია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S