
ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
13/02/2020 07:30:54 რეგიონები
ქუთაისის 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.
სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ აღდგება.
"სოკარ გაზის" გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.