Accentnews.ge
მედია: ლექსო ლაშქარავასა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოძალადე პირებმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

მედია: ლექსო ლაშქარავასა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოძალადე პირებმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

16/11/2024 11:12:38 საზოგადოება

მსჯავრდებულებმა, რომლებიც 5 ივლისის საქმეზე მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის „TV პირველის“ ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე ფიზიკური ძალადობისთვის იხდიდნენ სასჯელს, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

"არსებული ინფორმაციით, დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო “ქართული ოცნების” მიერ არჩევნებამდე დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე დატოვეს.

ამნისტიის კანონმა მსჯავრდადებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმის ფარგლებში დაკავებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა",– იტყობინება "რადიო თავისუფლება".

2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობისთვის რამდენიმე პირს 4-4 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. 5 ივლისის საქმეზე სულ 30-მდე პირი იყო დაკავებული. გამოძიების ფარგლებში მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.

"TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S