Accentnews.ge
ზელენსკი: პუტინი არა მოლაპარაკებით, არამედ საკუთარი იზოლაციის დასრულებითაა დაინტერესებული

ზელენსკი: პუტინი არა მოლაპარაკებით, არამედ საკუთარი იზოლაციის დასრულებითაა დაინტერესებული

16/11/2024 13:11:49 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკება გამართოს ომის დასასრულებლად.

მისი თქმით, პუტინს უცხოეთის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვა საკუთარი საერთაშორისო იზოლაციის დასრულების მიზნით სურს.

"ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სურს [მოლაპარაკების მაგიდასთან] დაჯდეს ზოგიერთ ლიდერთან ერთად. რადგან მისთვის პოლიტიკური იზოლაცია ნიშნავს ნგრევას. მისთვის საკმაოდ მომგებიანია დაჯდეს, ილაპარაკოს, და არ დათანხმდეს. იგი [პუტინი] ვერ მოგზაურობს, ხოლო მოლაპარაკება ნიშნავს, რომ შეძლებს, სადმე წასვლას. ეს მისთვის იზოლაციის დასრულება იქნება", – განაცხადა ზელენსკიმ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისივე თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ომი დასრულდეს მომავალ წელს.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს ომი დასრულდეს მომავალ წელს, დასრულდეს დიპლომატიური საშუალებებით", - ამბობს ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S