
მედია: ბაიდენმა კიევს "ატაკამსების" რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნება დართო
17/11/2024 18:27:11 მსოფლიო
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პირველად დართო უკრაინის ხელისუფლებას ნება, მაღალი სიშორის რაკეტა "ატაკამსი" რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.
50 მილის სიშორის "ატაკამსი" რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება, იქნას გამოყენებული.
ამასთან, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბაიდენმა მოუწოდა კიევს, ეს რაკეტები "მხოლოდ მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად იქნას გამოყენებული".