Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ დილის 4 სთ–დან 6 სთ–მდე დაგვარბევს, თუ ბევრი ვიქნებით, ვერაფერს იზამენ

ხატია დეკანოიძე: ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ დილის 4 სთ–დან 6 სთ–მდე დაგვარბევს, თუ ბევრი ვიქნებით, ვერაფერს იზამენ

17/11/2024 18:56:24 საზოგადოება

ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს, ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა არის, რომ 24 საათი ჭავჭავაძის გამზირზე უნდა იდგნენ.

„აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ არის, და ა.შ. ყველა აქ ვართ, არსად მივდივართ. ყველაფერი იქნება - ყავა, ჩაიც, დამტენიც და ყველაფერი. ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას ან რა ვიცი, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს. ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით. ეს არის გეგმა - 24 საათი აქ უნდა ვიდგეთ. ყველა აქ არის. ნიკაზე [გვარამია] გაავრცელეს წავიდაო - ის აქ არის. ამიტომ, ერთად, ერთიანობით, შემართებით ვიქნებით. აბა თქვენ იცით, არ შეგცივდეთ, მოდით, ვილაპარაკოთ და ნებისმიერ დროს გაგვიზიარეთ თქვენი აზრები“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ მნიშვნელოვანია ღამის თორმეტი საათის მერე ადგილზე იყოს ბევრი ხალხი.

მან ასევე მოუწოდა პოლიციას არ დაუპირისპირდნენ ხალხს.

თსუ–სთან "კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ ორგანიზებული 24–საათიანი აქცია მიმდინარეობს. "კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების თქმით, პროტესტი ხვალ საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. უხლოესი გეგმა ღამის გათენებაა.

ამ დროისათვის გადაკეტლიია ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S