Accentnews.ge
სიკორსკი: ბაიდენმა ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვას იმ ენით უპასუხა, რომელიც პუტინს ესმის

სიკორსკი: ბაიდენმა ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვას იმ ენით უპასუხა, რომელიც პუტინს ესმის

17/11/2024 19:51:19 მსოფლიო

"უკრაინის მიერ დასავლური რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნით პრეზიდენტმა ბაიდენმა ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვასა და რუსული რაკეტებით მასობრივ იერიშს იმ ენით უპასუხა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ესმის. აგრესიის მსხვერპლს თავის დაცვის უფლება აქვს. სიძლიერე აკავებს, სისუსტე კი ახალისებს", - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პირველად დართო უკრაინის ხელისუფლებას ნება, მაღალი სიშორის რაკეტა "ატაკამსი" რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

50 მილის სიშორის "ატაკამსი" რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება, იქნას გამოყენებული.

ამასთან, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბაიდენმა მოუწოდა კიევს, ეს რაკეტები "მხოლოდ მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად იქნას გამოყენებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S