
რუსეთის თავდაცვა, მათ შორის, მოსკოვზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იტყობინება
18/11/2024 05:50:18 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 59 უკრაინული დრონი, მათგან 45 ბრიანსკის ოლქში, 6 - კურსკში, 3-3 - ბელგოროდის და ტულის ოლქებში და 2 - მოსკოვის ოლქში.
უწყება არ ავრცელებს ცნოებბს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეში ჩამოაგდეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მეორე ცნობა, რომ მოსკოვისკენ მიმავალი დრონი ჩამოაგდეს პავლოვსკი-პოსადშიც.
მოსკოვის მერის წინასწარი მონაცემებით, დრონების ნამსხვრევებს ხმელეთზე ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
მოსკოვის ოლქის ქალაქი პავლოვსკი-პოსადი რუსეთის დედაქალაქიდან აღმოსავლეთში, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო რამენსკოე - სამხრეთ-აღმოსავლეთში, დაახლოებით 20 კილომეტრში.