Accentnews.ge
თბილისის მერია პროტესტის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასა და ალტერნატიულ მარშუტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია პროტესტის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასა და ალტერნატიულ მარშუტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

18/11/2024 08:02:59 საზოგადოება

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო გზებზე შეზღუდვებისა და ალტერნატიული მარშუტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტიმოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.

დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგემილი მარშრუტების შესაბამისად. იგივე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს,ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან",- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.

როგორც ცნობილია, ამ ადგილზე პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S