
სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 89 ადამიანი
18/11/2024 08:27:27 მსოფლიო
უკრაინაში, ქალაქ სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 89 ადამიანი.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტიომ კობზარი ამბობს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, ხოლო დაშავებულთა შორის - 11.
„სარაკეტო დარტყმა სუმიში ცხრასართულიან სახლზე. ყველა საჭირო სამსახური უკვე ადგილზეა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ტელეგრამ -არხზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანებული ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ახლომდებარე ექვს მრავალსართულიან სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები, განადგურებულია ოთხი ავტომობილი.