
"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ლიფონავას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
18/11/2024 08:41:36 საზოგადოება
"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ლიფონავას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
ის, როგორც ცნობილია, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მასთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული, მათ შორის არის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი და ბექა კახიძე.
აღნიშნული პირები შაბათს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ გამართული აქციის შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობისას აიყვანეს.
"შსს ცდილობს, თავსიუფალ ადმაინებში ჩაკლას პროტესტი და ამიტომაც აკავებს უკანონოდ ამ ადამიანებს. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბატონ გიორგიზე იძალაზეს, ამასთან, მას მანქანაში აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს საქმე არ არის სამართლებრივი, არის პოლიტიკური და მისი სამართლებრივად შეფასება რთულია. ესადამიანები მალე დატოვებენ იზოლატორს, რადგან შსს-ს აქვს უფლება, რომ მხოლოდ 48 საათი გააჩეროს ისინი. დაკავების ვადები 48 საათში ამოიწურება",- თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
.