Accentnews.ge
მედია: გერმანია უკრაინას 4000 უპილოტო საფრენო აპარატს გადასცემს

მედია: გერმანია უკრაინას 4000 უპილოტო საფრენო აპარატს გადასცემს

18/11/2024 09:11:00 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას 4000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს,- ამის შესახებ უკრაინული მედია გელმანულ Bild-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიიღო და დრონები უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიგზავნება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, Helsing-ის ფირმის დრონები, რომლებსაც მინი-ტაურუსებს ეძახიან, რადიო ელექტრო ბრძოლის პირობებში მაღალი გამძლეობითა და შორ დისტანციაზე სამიზნეების განადგურების ეფექტურობით გამოირჩევა.

დრონების განსაკუთრებული მახასიათებელია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება მას ორიენტირებაში, ცუდ ამინდში სამიზნემდე მიფრენაში.

სამიზნის ამოცნობისა და ოპერატორისგან განადგურების ბრძანების მიღების შემდეგ, დრონი იერიშს ავტომატურად ასრულებს, მაშინაც კი, თუ ოპერატორთან კავშირს დაკარგავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S