
ბერლინი: "უკრაინელი ხალხისთვის ნასროლი ყოველი რაკეტა, არის თავდასხმა მშვიდობაზე ევროპაში, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალა ჩვენი მშვიდობის დასაცავად"
18/11/2024 10:00:00 მსოფლიო
"უკრაინელი ხალხისთვის ნასროლი ყოველი რაკეტა, არის თავდასხმა მშვიდობაზე ევროპაში. პუტინი ბომბავს ელექტროსადგურებს და გათბობის ინფრასტრუქტურას. მას არ სურს მოლაპარაკებები, იგი ცდილობს, დაიმორჩილოს უკრაინა. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და გვქონდეს ძალა ჩვენი მშვიდობის დასაცავად", – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოცილაურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 17 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა. რუსეთის დრონების და რაკეტების სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ობიექტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც მეზობელი პოლონეთი იძულებული გახდა, საბრძოლო თვითმფრინავები მობილიზაციაში მოეყვანა.