Accentnews.ge
საია სასამართლოსგან ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს

საია სასამართლოსგან ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს

18/11/2024 10:36:49 პოლიტიკა, საზოგადოება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ახალი სარჩელით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას ეხება.

ორგანიზაცია მოითხოვს: ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას; არჩევნების შედეგების გაუქმებას; ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

„ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას“, – ხაზს უსვამს ორგანიზაცია.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S