Accentnews.ge
აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებმა იზოლატორი დატოვეს

18/11/2024 11:32:30 საზოგადოება

წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვეს 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებმა. 48-საათიანი პატიმრობის ვადა ამოიწურა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იყვნენ „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, ბექა კახიძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ვანო გომურაშვილი.

სოციალურ ქსელში დაწერა:

„48 საათიც გავიდა, მეგობრებო გამოვედი, კარგად ვარ, მხნედ, შემართებით, ენერგიულად და ბრძოლის ხასიათზე, მადლობა ყველას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. წინ დიდი და აუცილებელი გამარჯვებაა!“,- ამბობს ვანო გომურაშვილი.

მათ დაკავებას დაშინების მცდელობა უწოდა ლიფონავამ:

„რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება“.

16 ნოემბერს ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა შენობის გარეთ მიმდინარე პროტესტის ფონზე. სხდომის შემდეგ მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევდა გზის სავალი ნაწილის სრულად გადაკეტილიყო, პერიოდულად იყო შეხლა-შემოხლა. სწორედ ამ მსვლელობისას დააკავეს სამი პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S