
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Touch Summit გაიმართება
18/11/2024 11:40:24 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ სფეროს განვითარებას და სტარტაპების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 3-4 დეკემბერს, რიგით მერვე Touch Summit გაიმართება.
Touch Summit ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოსა და კავკასიისრეგიონში, ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივიპროფესიონალებისა და და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS. პროგრამამრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს,სტარტაპ ექსპოს და სხვა საინტერესო აქტივობებს.
ღონისძიებას 60-ზე მეტი სპიკერი და 1000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. სპიკერებსშორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, Spotify,Google, Acrobator VC, BioChimPharm და სხვა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, წელს უკვე მერვედ Touch Summitიმართება. ღონისძიების მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავეადამიანებს, გაეცნონ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს, რაც მათსაერთაშორისო ბაზარზე განვითარების შესაძლებლობებს მისცემთ. მეორე მხრივ კი,სტარტაპებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა დაუკავშირდნენ და გაეცნონინვესტორებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და EMEAრეგიონებიდან. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოშისტარტაპ კულტურის განვითარებას, მათ გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზარზეგასვლას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით დავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Touch Summit-ის ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.