Accentnews.ge
მერიამ ახალი ვაგონების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა

მერიამ ახალი ვაგონების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა

18/11/2024 12:27:40 საზოგადოება

თბილისის მერია მეტროს ახალ ვაგონებს ყიდულობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

„პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (97 ვაგონი)",- თქვა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროში "მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ 212 ვაგონი".

"შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი“, - თქვა კახა კალაძემ.

ტენდერი ახალი ვაგონების შესაძენად 15 ნოემბერს გამოცხადდა, განაცხადების შეტანა კი 15 იანვრიდან დაიწყება.

22 შემადგენლობიდან 13 ოთხვაგონიანი იქნება, ცხრა კი - ხუთვაგონიანი. პროექტის თანადამფინანსებელია „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ (AIIB). საორიენტაციო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ ევროა.

მერიამ მეტროს მატარებლების განახლებაზე საუბარი 2019 წელს დაიწყო. იგეგმებოდა 40 ახალი ვაგონის შეძენა 60 მილიონ დოლარად, მაშინ დაფინანსების წყარო იყო „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD).

2021 წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც თბილისს მეტროპოლიტენის 40 ახალი ვაგონი უნდა შეესყიდა 50 მილიონ ევროდ, 2023 წლის 19 მაისიდან სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა. რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებაც თბილისის მერიამ „მეტროვაგონმაშის“ სანქცირების შემდეგ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S