18-11-2024 16:41:00 კავკასია
18 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების ჯგუფს თანამდებობების დატოვება სთხოვა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, პრესასა და სოციალურ ქსელებში მასობრივი განხილვის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევ გაცნობოთ, რომ ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება ვთხოვე“, - თქვა ფაშინიანმა.
მოგვიანებით სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვაჰე ღაზარიანმა თანამდებობა დატოვა.
„ვადასტურებ, რომ მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, - თქვა , - ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
არსებული ცნობებით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ სასუნ ხაჩატრიანმა.
მანამდე, 14 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებას დაიწყებს.